დევიდ ლი: თურქეთი და აზერბაიჯანი ჩვენი კარგი მეგობრები და პარტნიორებია
ბიზნეს ინვესტიცია ამ რეგიონებში რამდენიმე დონეზეა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, – ასე ეხმაურება ბიზნესმენი და კომპანია “მაგთიკომის“ ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ლი სოციალურ ქსელში “TANAP”-ის პროექტის მშენებლობის დასრულებას.
“ბიზნეს ინვესტიცია ამ რეგიონებში არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის რამდენიმე დონეზე. ჩემი პოზიციაა: უფრო მეტი საქართველო ევროპაში და უფრო მეტი ევროპა საქართველოში. მომწონს რომ თურქეთი და აზერბაიჯანი არის ჩვენი კარგი მეგობრები და პარტნიორები. ეს ურთიერთობა არის დიდი უპირატესობა ევროპული ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა მიხარია. წავიდეთ ევროპისკენ“, – წერს დევიდ ლი.