ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ კომიტეტში დავით ზალკალიანმა თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალინი, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის რანგში, ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედ კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარადგინა. სხდომა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გახსნა, რომელმაც კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს თავმჯდომარეობა და დადებითი შეფასება მისცა ქვეყნის მიერ წარდგენილ პრიორიტეტებს.

დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, კომიტეტის შეკითხვები თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ეფექტური იმპლემენტაციის ხედვებსა და საქართველოს თავმჯდომარეობის დღის წესრიგის საკითხებს შეეხებოდა. საუბარი ასევე ევროპული საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადალახვის გზებზე წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები