გორში ალეკო ელისაშვილსა და ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
ალეკო ელისაშვილი კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, გორის აგრარულ ბაზარში აქციას მართავდა რა დროსაც მას ადგილობრივები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შეკრებილი მოსახლეობის უკმაყოფილება ელისაშვილის მიერ ორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარების იოსებ მაკრახიძისა და თემურ ხუბულურის კორუფციულ სქემებზე საუბარს მოყვა.
ადგილზე ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.