ჭიათურის მერიის მხარდაჭერით, გიორგი ზდანოვიჩის მემორიალური დაფა გაიხსნა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჭიათურაში, სახლში, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მეცენატი და პუბლიცისტი გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი) ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფის გახსნის იდეა, კულტურის ცენტრში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, რადა სადილოვამ გააჟღერა. ინიციატივისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატეს მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძე და მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ.
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიაზე რადა სადილოვამ და სხვა გამომსვლელებმა გიორგი ზდანოვიჩის შესახებ ისაუბრეს.