დაპირისპირება დეპუტატებს შორის – მელია ოდიშარიას გაეკიდა – “უნამუსო ხარ”(ვიდეო)

პარლამენტის ეზოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასა და მმართველი გუნდის წევრ ბექა ოდიშარიას შორის დაპირისპირება მოხდა.

ნიკა მელია ტერიტორიაზე მოსულ ოდიშარიას გაეკიდა, რომელიც პარლამენტში შესვლას ცდილობდა.

“არ გამექცე ბიჭო. ეს არის ბექა ოდიშარია, ადამიანი რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს, უნამუსო ხარ”, – უთხრა მელიამ ოდიშარიას.

“ქართული ოცნების” წვერმა საპასუხოდ მელიას უთხრა, რომ მას “არ რცხვენია, ნუ მოდიხარ პროვოკაციაზე, გეყოფა, უნამუსო შენ ხარ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები