გია აბაშიძე: ეკა გიგაური უკვე ისეთ პოლიტიკურ ფიგურად იქცა, საერთოდ არასამთავრობო სექტორში არ უნდა იყოს

ეკა გიგაური უკვე ისეთ პოლიტიკურ ფიგურად იქცა, საერთოდ არასამთავრობო სექტორში არ უნდა იყოს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “არენას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აქციაზე რომ გამოდის და მოუწოდებს ხალხს, მოდით, ხელისუფლება დავასრულოთ, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათაო ოფისი ამითაც უნდ დაინტერესდეს.

“ეკა გიგაური უკვე ისეთ პოლიტიკურ ფიგურად იქცა, საერთოდ არასამთავრობო სექტორში არ უნდა იყოს და პარტიების შესახებ დაფინანსებაზე კანონი ხომ გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი რომ აქციაზე გამოდის და მოუწოდებს ხალხს, მოდით, ხელისუფლება დავასრულოთ, სააკაშვილის ნარატივთან ერთი-ერთშია, ამითაც უნდა დაინტერესდნენ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათაო ოფისში.

ანალიტიკოსმა კვლევებზეც ისაუბრა და ხელისუფლებას ურჩია, ასეთი ორგანიზაციების დონორებს მიმართონ იმიტომ, რომ ამ კვლევებს ჰყავთ კონკრეტული დონორები იქნება ეს შვედური “NDI-ის “ თუ ბრიტანული ,,IRI-ის“ შემთხვევაში.

“მე ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ დაინტერესდეს ამ თემით და მიმართონ უწინარესად დონორებს ასეთი ორგანიზაციების, იმიტომ რომ ამ კვლევებს ყავთ კონკრეტული დონორები იქნება ეს შვედური ,,NDI-ის“ თუ ბრიტანული “IRI-ის“ შემთხვევაში. მათ ჰყავთ თავისი დონორები და იმ დონორებს აფინანსებენ პარლამენტები, ხელისუფლებები და იმუშაონ. შვედეთის პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებია. ამერიკის კონგრესთანაც საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა, ვიდრე ახლა. ეს ამბები ჩემს დონეზე და ჩემი კოლეგების დონეზე არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ვხედავთ უკვე ათწლეულებია გამრუდებული რეალობის შექმნა გრძელდება. ,,IRI-ის“ კვლების შედეგები არჩევნების შედეგებს აცდენილია“,- აცხადებს გია აბაშიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები