ცაგერში სოფელ ჩხუტელთან ტყეში ხანძარია
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩხუტელისა და ორბელის მოსაზღვრე ტყეში ხანძარია. ცეცხლი გამხმარ ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ ადგილზე 5 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მეტეოროლოგიური პირობებისა და რთული რელიეფის გამო ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის. მეხანძრე- მაშველებმა საკუთარი ძალებით ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა ქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების სასიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.