ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს გენერალურ მდივანს სპეციალური კომისრის მოვლინებას სთხოვს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი შეიტანა, რითაც გაეროს გენერალურ მდივანს პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური კომისრის მოვლინებას სთხოვს.

“მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ მოავლინოთ გაეროს სპეციალური კომისარი, რომელიც მუშაობს მსგავს პრობლემებზე და დაუყოვნებლივ გამოიყენონ ყველა არსებული რესურსი, რათა მოხდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის გათავისუფლება,”- ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები