ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების დრო ჯერ არ დამდგარა.

როგორც ვალტონენმა აღნიშნა, ევროკავშირი კონტაქტების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შევთანხმდეთ ჩვენს მიზნებსა და იმაზე, თუ როგორ გვსურს წინსვლა. ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღნიშნული საკითხი ადრე ევროკავშირის სამიტზე განიხილეს. ევროპელი ლიდერების უმეტესობა, მათ შორის ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო, მიიჩნევს, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის.

მანამდე, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმაც განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთთან კონტაქტები ორი თვის განმავლობაში უნდა დაამყაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები