დღეს ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართება
დღეს, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართება. კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოხდება. ფესტივალზე ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან იქნება წარმოდგენილი. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები მიიღებენ. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ.
· მოეწყობა აგრო სივრცე, სადაც მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ცალკე ჩაის კუთხე იქნება წარმოდგენილი.
· ყველის სივრცეში სხვადასხვა სახეობის ყველის პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოეწყობა.
. ტურისტულ სივრცეში ახალი მარშრუტების და ტურისტული ობიექტების შესახებ ბევრს გაიგებთ, ამ სივრცეში მასპინძლობას “სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“ გაგიწევთ.
· მოხდება იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. შეგახსენებთ, რომ პალერმოს ბიბლიოთეკამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს კასტელის მასალების სრული ელექტრონული ვერსია გადასცა.
· ART სივრცეში ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, გამოიფინება აგროტექნიკა.
· ყველაზე ფერად საბავშვო სივრცეში გასართობი ატრაქციები დამონტაჟდება, გაიმართება საბავშვო კონცერტები, ანიმატორები პატარების გართობაზე იზრუნებენ, მოეწყობა კონტაქტური ზოოპარკი.
· მთავარ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ფოლკლორული ანსამბლები იზრუნებენ. საღამოს ბენდი “Yellow“ დახურავს.
ფესტივალის მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.
ღონისძიების პარტნიორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, სპონსორები არიან: “საქართველოს ბანკი”, დეველოპერული კომპანია “m2“, “ნენსკრა ჰიდრო”, “IFAD”, “აგრიჯორჯია”, “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია”, “ოლამი”, “ნატს.ჯი”, “USAID”-ის პროექტი ზრდა, “ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის”, “ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია”, “პეის ტერმინალი”, “მიდლიანი”, “წისქვილი ჯგუფი”, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: “ემ ბი სი”, “ლაზიკა კაპიტალი”, “კრისტალი”.
საინფორმაციო მხარდამჭერები: მედიაჰოლდინგი kvira.ge, “POST-TV”, STV, რადიო “ათინათი”.
დღის წესრიგი:
14:00 საათი – ფესტივალის გახსნა (დრამერების შოუ);
14:15 საათი- წამყვანების მისალმება, ღონისძიების დღის წესრიგის გაცნობა;
14:20 საათი – ოფიციალური პირების მისალმება (მთავარი სცენა);
14:30 საათი – საუბრები ღვინოზე – სემინარები და პრეზენტაციები (მცირე სცენა);
· ბონდო კალანდაძე და ზურა სტურუას პრეზენტაცია ღვინის კულტურაზე;
· ალექსი პაიკაძე – ღვინის ტურიზმი 8000 წლის ისტორია;
· დავით ჩიჩუა – კოლხური ღვინის ისტორიის გაცოცხლება;
· ლევან უჯმაჯურიძე – კოლხური ღვინის ისტორია;
· გელა დანელია – კოლხური ღვინოები და დანელიების ღვინის ისტორია;
14:30 საათი – გამოფენების დათვალიერება;
14:30 საათი – საბავშვო თეატრალური წარმოდგენა ,,მადაგასკარი“ (მთავარი სცენა);
14:40 საათი – ფელამუშის მასტერკლასი (აგროსივრცე);
14:50 საათი – ზღვის პროდუქტების მასტერკლასი (აგროსივრცე);
15:00 საათი – ლოკოკინას პავილიონი; მასტერკლასი (აგროსივრცე);
15:10 საათი – როგორ იქმნება სვანური ქუდი მასტერკლასი ეთნოსივრცეში;
15:20 საათი – მასტერკლასები ყველის სივრცეში;
15:30 საათი – ღვინის კონკურსი (საპატიო ჟიური: ალექსანდრე მოწერელია, ბაია აბულაძე, ბონდო კალანდაძე, ალექსი პაიკაძე, დავით ჩიჩუა, ლევან უჯმაჯურიძე, გელა დანელია, ზურაბ სტურუა);
15:30 საათი – ანსამბლი „ნენსკრა“ (მთავარი სცენა);
15:55 საათი – აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი (მთავარი სცენა);
17:00 საათი – ანსამბლი ოდოია (მთავარი სცენა);
17:15 საათი – კონკურსის შედეგად გამოვლენილი კოლხური ღვინის ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი;
17:30 საათი – გალა კონცერტი (ბენდი “YELLOW”).
14:00 საათიდან ზუგდიდში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე შეგიძლიათ კოლხური ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართული გამოფენები დაათვალიეროთ და სხვადასხვა აქტივობებში მიიღოთ მონაწილეობა.
წარმოდგენილი იქნება შემდეგი სივრცეები:
. ღვინის სივრცე;
. აგრო სივრცე;
. ეთნო სივრცე;
. ყველის სივრცე;
. ჩაის სივრცე;
. კვების სივრცე;
. დესერტების სივრცე;
. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა);
. საბავშვო სივრცე;
. კონტაქტური ზოოპარკი;
. შემეცნებითი სივრცე – საუბრები ღვინოზე;
. კრისტოფორ დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებას ასახავს;
. ტურიზმის სივრცე (DMO გამართავს პრეზენტაციას სამეგრელო – ზემო სვანეთის ტურისტული მარშრუტების შესახებ);
. სპონსორების სივრცე;
. საქართველოს რეგიონების სივრცე – (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა, იმერეთი, გურია, აჭარა);
. ფლორისტების სივრცე;
. ნახატების გამოფენა;
. აგრო-ტექნიკის გამოფენა.