სუს-ი: საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება
ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
“ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უკანონოდ არის განლაგებული საოკუპაციო ძალები და სამხედრო ტექნიკა. ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ პერიოდულად ტარდება უკანონო სამხედრო წვრთნები. ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მიმდინარე ნებისმიერ უკანონო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმირებილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და აქტიურად მოქმედებს ცხელი ხაზი”, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.