ხანძარი გომის მთაზე ლიკვიდირებულია

გურიაში, გომის მთაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გამხმარ ფოთლებს გაუჩნდა და ტყის საფარზე არ გავრცელებულა.

ადგილზე სახანძრო სამსახურის 2 ბრიგადა მუშაობდა.

ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები