სოხუმში სროლისას კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს – სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

სოხუმის ცენტრში რამდენიმე საათის წინ, კაფე „სან-რემოსთან“ მომხდარი სროლის შედეგად, ერთ-ერთი მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი, 38 წლის ასტამურ შამბაა.

ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ე.წ. შსს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

მომხდარის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, კაფის თანამშრომელი ქალი და მამაკაცი, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ე.წ. შსს ინფორმაციით, კაფესთან ცეცხლი ავტომატური იარაღიდან სამმა ნიღბიანმა ავტომობილიდან გახსნა. ერთი საათის შემდეგ, მათი ავტომობილი „დეპოსთან“ იპოვეს, რომელსაც ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.

ამჟამად მათი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

ასევე ცნობილია, რომ დროებით ენგურის ხიდიც ჩაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები