ოლიმპიადა “ჯენიუსის“ გამარჯვებულს, შოთა ბერიძეს სამახსოვრო და ფასიანი საჩუქრები გადასცეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ოლიმპიადა “ჯენიუსის“ გამარჯვებულს, შოთა ბერიძეს უმასპინძლეს.

შოთა ბერაძეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამახსოვრო და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ შოთა ბერაძე, ამერიკაში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ყოველწლიური სამეცნიერო ოლიმპიადა “ჯენიუსის“ გამარჯვებულია. ოლიმპიადაში საქართველოს სამი გუნდი მონაწილეობდა. მათგან ორმა საუკეთესო მონაწილეთა ათეულში მე-4 ადგილი დაიკავა, საუკეთესო მონაწილეს ტიტული ექვსმა მოსწავლემ მოიპოვა, მათ შორის საქართველოდან შოთა ერთადერთია, ვინც საუკეთესო გამოგონებისთვის პირველი ადგილი დაიკავა. შოთა ბერაძე, კომაროვის სკოლა-პანსიონის VII კლასის მოსწავლეა, კომაროვში ჩარიცხვამდე ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში სწავლობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები