შალვა ნათელაშვილი შვილის დაკავებაზე – როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ, ჩემი შვილი სახლში არ დაჯდებოდა

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, შვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

იგი სოლიდარობისთვის ყველას მადლობას უხდის და ამბობს, რომ “მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან”.

“როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და სახლში არ დაჯდებოდა. დიდი მადლობა სოლიდარობისთვის. მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან. ასეთია ისტორიული კანონზომიერება“,- წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სუს-თან აქციაზე 6 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილია.

დაკავებულებს შორის ასევე არიან “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები