სოხუმის ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა (ვიდეო)
სოხუმის ცენტრში, კაფე„სან-რემოსთან“, “მოჰაჯირების სანაპიროსთან”, რამდენიმე საათის წინ მომხდარი სროლის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა.
მომხდარს ე.წ. შსს გამოეხმაურა.
„წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ავტომატური იარაღიდან სამმა ნიღბიანმა ავტომობილიდან გახსნეს, კაფე „სან – რემოს“ მისამართით, რომლის შედეგად ერთი პირი ასტამურ შამბა გარდაიცვალა, მეორე დაშავებული და კაფეს თანამშრომელი დაიჭრა.
სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „დეპოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი იქნა ნაპოვნი, რომელსაც ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. ბოროტმოქმედების სამძებრო სამუშაოები გრძელდება“,-ნათქვამია განცხადებაში.