“ნუ დააბოქლომებ აჭარის ტელევიზიას”- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რამდენიმე წუთში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები, ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს აირჩევენ.

დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეორე ტურში სამი კანდიდატი -მაია მერკვილაძე, ფირუზ ბოლქვაძე და გიორგი კოხრეიძე გადავიდნენ.

ამ სამი კანდიდატიდან ერთი- ერთი დირექტორის პოზიციას დაიკავებს.

არჩევნების პარალელურ რეჟიმში, არასმთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა” ტელევიზიის შენობასთან აქციას მართავს.

ლოზუნგებით, “ნუ დააბოქლომებ აჭარის ტელევიზიას” “გააკეთე ღირსეული არჩევანი” აქციის მონაწილეები  ბორდის წევრებს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები