მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” 12 ახალი წევრი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორის წინ წარადგინა

პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გორის წინასწარი დაკავების იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა.

ხაზარაძის თქმით, წარსადგენ პირთა სიის სათავეში გიორგი ბუნტური იყო, რომელიც 18 ნოემბერს თბილისში, აქციების დროს, დააკავეს და 5 დღიან პატიმრობას გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იხდის.

“აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ ჩვენი თანაგუნდელი, გიორგი ბუნტური იმყოფება ამ იზოლატორში. მან, ის უსამართლო გადაწყვეტილება გააპროტესტა,რომელიც მთელ საქართველოს თავზე გადაგვახიეს. გააპროტესტა ის უნამუსო დაპირება და ტყუილი, რომელიც თვალებში მოგვაყარეს. ახალგაზრდა კაცი გიორგი, თავის მეგობრებთან ერთად, 21 -ე საუკუნეში, საბჭოთა სასამართლომ 1984 წლის დადგენილებებითა და წესებით გაასამართლა “, –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

დაკავებულები მოინახულა “ლელოს” წევრმა კახა კოჟორიძემ.

“ვიმყოფებოდი დაკავებულებთან. სამივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.მითხრეს რომ კაპეზეზე ნორმალურად ექცევიან. ერთ-ერთმა დაკავებულმა , გიგა მაქარაშვილმა ​საუბრისას აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, გორის კაპეზედან თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ ფეხით წავა “,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები