ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება. სტიქიის ზონაში მეწყერი ისევ აქტიურია. უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რომელიც სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა.

გოგოლაშვილების და ბეროძეების უბანში 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, 45 ოჯახი კი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მეწყერმა დააზიანა სოფლის სასაფლაო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები