დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს შეხვდა

დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ახალი მოწვევის ევროპარლამენტის წევრს, ესტონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს სვენ მიქსერს, ასევე ევროპარლამენტის წევრებს და ყოფილ კოლეგებს მარინა კარიულანდსა და ვიტოლ ვაშიკოვსკის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესები, ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები იყო.

ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ინტეგრაციულ პროცესს. მინისტრმა ევროპარლამენტარებს გააცნო ის ნაბიჯები რასაც საქართველო დგამს ამ მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს ხედვა და ინიციატივები 2020 წლის შემდეგომ მიზნებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა ამ მიმართულებით და გამოთქვეს მზაობა ევროპარლამენტის ფარგლებში მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებს და ამ მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. შეშფოთება გამოიხატა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეს მწვავე რეაქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები