“თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი” – გედევან ფოფხაძე განათლების კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს.
როგორც მან კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აპარატი სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც “ქართული ოცნების” მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.
“შეუძლებელია, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. ბიუროს მივმართავ და კომიტეტს დავტოვებ. თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი“, – აღნიშნა ფოფხაძემ.
რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატები ჯარიმდებიან როგორც პლენარული სხდომების გაცდენის გამო, ასევე კომიტეტების სხდომის გაცდენის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები