თეა წულუკიანი: ყველა არხი, რასაც სახელმწიფო ფლობს, გააქტიურებულია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდეს

ყველა ის არხი, რასაც შეიძლება, სახელმწიფო ფლობდეს, არის გააქტიურებული, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია თვითონ დაკავებული პირის ინტერესი და სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე, ინფორმაციას რა ფორმით ვავრცელებთ.

“ჩვენი მთავრობა, შესაბამის სტრუქტურები და ყველა ის არხი, რასაც შეიძლება, სახელმწიფო ფლობდეს, არის გააქტიურებული, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხდეს. დღეს პრემიერის მოწოდება იყო, რომ ასეთ პირობებში ყოველთვის მნიშვნელოვანია თვითონ დაკავებული პირის ინტერესი და სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე, ინფორმაციას რა ფორმით ვავრცელებთ.სიტყვებს როგორ ვაფორმულირებთ და ამას ყველა დავუკვირდეთ. მინდა, ამ მოწოდებას შევუერთდე. აქედან გამომდინარე, მინდა, ვუსურვო ოჯახს, ოჯახის წევრის გათავისუფლება, რადგან ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება და ეს პროცესი მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები