გიგი უგულავა: ვერც ერთ მთავრობას ვერ გაუძლია, რომ პოლიცის კორდონით გადაადგილდეს, ვნახავთ სადამდე გაძლებთ

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მთავრობის კანცელარიის შემდეგ, აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლებენ, რომლის ჭიშკარზეც იგეგმება ბოქლომის დადება.

როგორც უგულავა აცხადებს, აქციის მეოთხე დღეა და 44-ე დღესაც ასე იქნება, სანამ მთავრობა არ დაიღლება.

„ეს კარები ჩაიკეტება და მერე წავიდეთ ბიძინასთან. იქ უფრო გამოჩნდება სახელმწიფო უფრო უყვართ თუ ბიძინა, აქ იქნება უფრო მეტი პოლიციელი თუ იქ. მე ვფიქრობ, რომ იქ უფრო მეტი იქნება. თუ ჰგონიათ, რომ ხალხი დაიღლება არა, სინამდვილეში თვითონ დაიღლებიან.
მეცოდებიან, გულწრფელად, იმიტომ რომ მეოთხე დღეა და ასე 44-ე დღესაც იქნება. პოლიციის ასეთი კორდონით იცხოვრებს მთელი მთავრობა, სადამდე გაძლებს? ასე ვერ გაძლებს, ვერც ერთ მთავრობას ვერ გაუძლია, რომ პოლიცის კორდონით უნდა გადაადგილდეს ყველგან. ბოლოს თქვენ ამოგივათ მეგობრებო, ყელში. ჩვენ სიმშვიდით, არაძალადობრივად გავაკეთებთ იმას რაც გასაკეთებელია. თქვენ იქნებით უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მოგიწევთ კერძო პირის დაცვა. ასეთი და უარესი იქნება თითქმის ყოველდღე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები