თეა წულუკიანი: როცა პროტესტს კავშირი არ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მათი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, როდესაც პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ.

„პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილებით, თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, რომ არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება.

​ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც იუსტიციის მინისტრმა და როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, მთელ შსს-ს და მინისტრს იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები