ირაკლი ლატარია: იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები

ექსპერტი ირაკლი ლატარია მიიჩნევს, რომ საინტერესოა მოსახლეობის აზრი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

„იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის ხვალ, ზეგ და მაზეგ უფრო მომგებიანი და მათთვის უფრო მისაღები”, – აცხადებს ირაკლი ლატარია.

მისივე თქმით, ნებისმიერ მაჟორიტარს, პიროვნულად მას თუ პარტიას, ამომრჩეველი ირჩევს.

„ნებისმიერი საკითხი შეიძლება იქნას განხილული და ყველაზე მთავარი – ნებისმიერ მაჟორიტარს, პიროვნულად მას თუ პარტიას, ამომრჩეველი ირჩევს. იქნებ ყველას ერთად დაგვესვა ეს კითხვები ამომრჩევლებისთვის – რა იქნება მათთვის უფრო მისაღები და დაგვერწმუნებინა მოსახლეობა, თქვას, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის ხვალ, ზეგ და მაზეგ უფრო მომგებიანი”, – აცხადებს ირაკლი ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები