ბათუმში 15 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირი მოსამართლემ 1500-1500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დღეს გამოიტანა. პროცესი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გია ხალვაშს, რეზო ხარაზს, ბეგლარ ფუტკარაძესა და ალექსანდრე მილორავას სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლს ედავებოდა.
შეგახსენებთ, რომ ოთხივე მათგანი სამართალდამცველებმა 15 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირებასას, შეკრებისა და მანიფესტის კანონის დარღვევისას დააპატიმრეს.