რა დაწერა ვაჟა გაფრინდაშვილმა განმარტებაში – ცნობილ ექიმს სავარაუდოდ, 2-3 კვირაში გაათავისუფლებენ

საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში გაათავისუფლებენ.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ ე.წ. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა.
„მოვიკითხე ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი. მას ორი თვე უკვე შეუფარდეს სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად დარღვევისთვის. მან თქვა, რომ წინასწარი განზრახვით გააკეთა ეს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. მან სწორედ ეს დაწერა განმარტებაში. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა, მას არავინ ეხება. როგორც გავარკვიეთ, კარგი და ცნობილი ექიმია, მაგრამ არ გვესმის, რას მიძვრებოდა პოლიტიკაში.
მას, ალბათ, 2-3 კვირაში გამოუშვებენ, უფრო ადრე არ მგონია“, – განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ წყარომ.

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტს ორთვიანი ე.წ. პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები