მესტიაში, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება

0

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძრის ქრობის პროცესში ხანძრის ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურიდან აცნობეს.

„მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი