პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 19 ნოემბერს გაიმართება.
დაკავებულების ადვოკატი, გიორგი ონიანი ამბობს, რომ სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით, 10:00 საათიდან დაიწყება და სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულთა შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი.