მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია

მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს სტიქიის ზონაში დღეს, დილიდან, 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.


მათივე ინფორმაციით, ხეები არ დამწვარა და ცეცხლი, ძირითადად გამხმარ ფოთლებს უკიდია. რაც შეეხება დასახლებულ პუნქტს, უწყების ცნობით,   ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  ამბობენ, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები