დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დალაგება დაიწყეს

0

რუსთაველის გამზირზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დალაგება დაიწყეს, ადგილზე მობილიზებულია დასუფთავების სამსახურის მანქანები.

სპეციალური დანიშნულების რაზმი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე იმყოფება. მათ ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების კარვები აიღეს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ ტერიტორია დატოვონ.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად მიცემული 30-წუთიანი ვადა ამოიწურა.

კომენტარები

კომენტარი