პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ “კვირას” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა. ვადის გასვლის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გაყვანა დაიწყეს.
სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.