თინა ბოკუჩავა სპეცრაზმელებს წინ გადაუდგა – “შეჩერდით”
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა სპეცრაზმის წარმომადგენლებს წინ დაუდგა და მათ მოუწოდა – “შეჩერდით”, “სირცხვლია”.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციაზე მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და წყლის ჭავლის მანქანა. მათ აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენეს.