პარლამენტთან აქცია განახლდა 

პარლამენტთან აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორები დღეს ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენენ, რომელიც მათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეათანხმეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა ჭარხალაშვილის განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები არჩევნების ერთ-ერთ მოდელზე შეთანხმდნენ, “რომელიც არის გამოსავალი ამ კოლაპსიდან”.

“აქციები გაგრძელდება უწყვეტად, სანამ დღეს ჩვენს მიერ გაჟღერებული მოთხოვნები არ შესრულდება,მათ არ მიიღებს პარლამენტი და არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ უმრავლესობა მათ აღარ ჰქონდეთ და ყველაფერი დაბალანსებული იყოს. ჩვენ შევთანხმდით არჩევნების ერთ-ერთ მოდელზე მოდელზე, რომლის შესახებ დღეს გახდება ცნობილი და რომელზეც თანხმდებიან როგორც პარტიის წევრები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის გამოსავალი ამ კოლაპსიდან, რომ შევძლოთ თითოეული პარტიის წარმომადგენელი იყოს პარლამენტში. ჩვენს გეგმას დაემატება მოთხოვნები იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობა გვექნება და რა პასუხს მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც პარლამენტში არიან. იმ შემთხვევაში, თუ ეს სპექტრი არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, ამ ყველაფერს აუცილებლად უფრო დიდი მასშტაბი მიეცემა.” – განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები