ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრის მშემებლობა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს ადგილზე, კომფორტულ გარემოში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება სწრაფად მიიღონ.

ცენტრში „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი.

საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს.
საზოგადოებრივ ცენტრში ასევე განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მისაღები ოთახიც.

პროექტის ღირებულება 682 100 ლარია, სამუშოებს სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი ასრულებს“.
საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ხარაგაულში 2020 წლის ივნისში დასრულდება.

აღნიშნული ცენტრი ხარაგაულში რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ე.წ. „სოფლის სახლები“ უკვე ფუნქციონირებს სოფელ ხევში, ღორეშაში და კიცხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები