ოპოზიციამ მოთხოვნები ჩამოაყალიბა – რაზე მსჯელობენ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, რომლებიც საბოლოოდ შეჯერდება.

„პირველი, ასეთი ერთობა ოპოზიციურ ფლანგზე არასდროს არ ყოფილა. მეორე, ყველა ვთანმხდებით, რომ ქვეყანა არის კატასტროფულ ვითარებაში, აქედან მივდივართ რუსთაველზე. რაც შეეხება მოთხოვნებს და ეს საბოლოოდ შეჯერდება – ვადამდელი, და პროპორციულ არჩევნები, მთავრობის გადადგომა. მთავრობა აუცილებლად უნდა გადადგეს, მათ ლეგიტიმური უფლება არ აქვთ ჩაატარონ არჩევნები. არის სხვა საკითხებიც, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილებები, ჟვანიამ საკუთარი თავი ამოწურა. მაგრამ დღეს მთავარია, რომ ჩვენი ღირსება დავიცვათ. ამ ღირსების დაცვას უნდა მივუძღვნათ ყველაფერი. ყველა მოქალაქეს ვეუბნები, რომ შევიკრიბოთ რუსთაველზე. არ შეიძლება ეს ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ შევარჩინოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრას, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები