მარნეულელი ახალგაზრდა მოხალისეებისათვის საინფორმაციო ტური მოეწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალგაზრდა მარნეულელი მოხალისეებისათვის, დმანისსა და ბოლნისში საინფორმაციო ტური მოაწყო.

მოხალისეებმა, ექსკურსიის ფარგლებში, მეზობელ მუნიციპალიტეტებში არსებული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიას, ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში, მარნეულელ ახალგაზრდებს, არქეოლოგმა და ისტორიკოსმა ჯუმბერ კოპალიანმა უმასპინძლა, რომელიც 2000 წლიდან დმანისში არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერიამ, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში, 150-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა მოხალისე ჩართო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები