მედოევი: ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოს პროვოკაციული ქმედების მიმართ პასიურები არიან

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვართან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „საქართველოს პროვოკაციების მიმართ პასიურია“.

ამის შესახებ მედოევმა „რია ნოვისტი“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ვისაუბრეთ დასავლელ შუამავლებზე ევროპელი დამკვირვებლების სახით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მათი მხრიდან სრული პასიურობაა ჩვენს საზღვრებთან საქართველოს პროვოკაციული ქმედების გამო. 17 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს პირდაპირ მიმართა დაჟინებული თხოვნით, რომ თბილისზე გავლენის მოსახდენად ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რომ მოხდეს შეიარაღებული დაპირისპირების რეალური საფრთხის არიდება. პასუხი, როგორც აქამდე არ იყო, ისე კვლავ არ არის“, – განაცხადა მედოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები