„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – უნდა გავაგონოთ ივანიშვილს, რომ ასე არ გამოვა, რომ შტერები არ ვართ
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წევრი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ დღეს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილი პროცესი იყო.
მისი თქმით, საჭიროა, ხალხმა მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ გააგონოს, რომ ასე არ გამოვა, რომ რაღაცას დაპირდე ხალხს და მერე არ შეასრულო.
„კომენტარის გაკეთებაც რომ მიჭირს ისეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სამარცხვინო გადაწყვეტილება არის იმის მხრიდან ვინც მიიღო და ვინც დაგეგმა. არავის არ სჯერა რომ ეს მაჟორიტარების გამო მოხდა. ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილი პროცესი. კოორდინირება უნდა მოხდეს იმ ადამიანების, იმ ჯგუფების ვინც აპირებს, რომ ეს ყველაფერი გააპროტესტოს. უნდა გავაგონოთ კიდევ ერთხელ ხმა მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ასე არ გამოვა, რომ შტერები არ ვართ, რომ ვიღაცა დაგვპირდეს რაღაცას და მერე გადაგვაგდოს, ჩვენ კი, ეს გადავყლაპოთ“, – განაცხადა ნატროშვილმა.