გიგი უგულავა: მოვემზადოთ, ზამთარი დადგა, ჩვენ გავიმარჯვებთ

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ყველაფერი კვლავ რუსთაველის გამზირზე გადაწყდება.

“ივანიშვილმა გადააგდო ხალხი, ახლა ხალხმა უნდა გადააგდოს ივანიშვილი. ყველაფერი ისევ აგორაზე, რუსთაველზე გადაწყდება. მოვემზადოთ. ზამთარი დადგა. ჩვენ გავიმარჯვებთ”,-წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
​ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები