ბრეგაძე: ლომჯარიას შემუშავებული აქვს კანონპროექტი, რომლითაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება სურს

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შემუშავებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნას ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა. ამის შესახებ ბრეგაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„ამ ინფორმაციას პირველად თქვენთან ვაჟღერებ, ექსკლუზიურად. ქალბატონ ნინო ლომჯარიას და მის კანტორას შემუშავებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნას ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა. ანუ ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინების დაკანონებას.
ეს ინფორმაცია მისი აპარატის ორი თანამშრომლისგან მაქვს. ისინი შემპირდნენ, რომ ამ ინიციატივის იურიულად დამუშავებულ ვერსიასაც მომაწვდიან უახლოეს ხანში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები