ჟურნალისტებისთვის მედიააკადემიის ტრენინგი – “ფოტოჟურნალისტიკა” ჩატარდა

0

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ რეპორტიორებისთვის ფოტოჟურნალისტიკის სამდღიანი სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტები ფოტოგრაფიისა და ფოტორეპორტაჟის ძირითად საკითხებს გაეცნენ. როგორ გადავიღოთ ფოტო ახალი ამბების გაშუქებისას, როგორ მოვამზადოთ ფოტორეპორტაჟი და განვასხვავოთ ნამდვილი ფოტო ყალბისგან (fake) – სწორედ ამ თემებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ჟურნალისტებმა ფოტორეპორტიორ დავით მძინარაშვილისგან.
თანამედროვე სამყაროში, როდესაც ინფორმაციის მიღების საშუალებად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება სოციალური მედია, მნიშვნელოვანია რეპორტიორმა იცოდეს, როგორ მიაწოდოს ოპერატიულად მომხმარებელს ინფორმაცია და მოამზადოს მობილური ტელეფონით ფოტორეპორტაჟი. სწორედ ამ მიზნით, ტრენინგზე დიდი დრო დაეთმო მობილურ ფოტოგრაფიას და მობილური ტელეფონით ახალი ამბებისა და ფოტორეპორტაჟის მომზადებას, ისე რომ მედიამ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს.
სემინარი თეორიული ნაწილის გარდა პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. მოქმედმა ჟურნალისტებმა პრაქტიკული სწავლებით გაიმყარეს ცოდნა ფოტორეპორტაჟის მომზადებაში და კონკრეტული დავალებები შეასრულეს. განიხილეს ფოტოკამერის მუშაობის პრინციპები, მათ შორის კომპოზიცია, ექსპოზიცია და განათება.
ამას გარდა, გამოცდილმა ფოტორეპორტიორმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს, იმის შესახებ, როგორ გაასწორონ ბალანსი და გაზომონ განათება.
ტრენინგის ბოლოს მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცა.

​R

კომენტარები

კომენტარი