პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში აღარ ჩატარდება. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
ცნობისათვის, ​პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე 12 ნოემბერს დაიწყო. დღის წესრიგში იყო ორი პროექტი. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.
ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტში ჩავარდა. ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები