საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევთ. საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა “სირცხვილია” და “შეცვალე” აქციას მართავენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი ჩავარდება, ყველა კარის ბლოკირება მოხდება.

“შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს ქვეყნის მოღალატე ადამიანებს”, – აღნიშნა მაქარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები