რომან გოცირიძე: ადამიანები, რომელთაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ დღეს გამოდიან და უპირისპირდებიან ივანიშვილს?!

ვინმეს სჯერა, რომ პაიკები აუმხედრდეს მეფეს, უჩინართა ბუნტია ეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ვინმეს სჯერა, რომ პაიკები აუმხედრდეს მეფეს, უჩინართა ბუნტია ეს. ადამიანები, რომელთაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ დღეს გამოდიან და უპირისპირდებიან ივანიშვილს?! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე დეპუტატი დაჩი ბერაია და ბიძინა ივანიშვილი შვიდი საათის განმავლობაში კამათობდნენ და არ დაეთანხმა დაჩი ბერაია ბიძინა ივანიშვილს. უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა დღეს, შესაძლებელია ეს იყოს მისი უკანასკნელი ტყუილი. ხომ გაგიგონიათ ლამაზი სათაური “უკანასკნელი ტანგო პარიზში”, ეს იქნება “უკანასკნელი ტანგო თბილისში” ბიძინა ივანიშვილისთვის თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი”, – აღნიშნა გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები