რუსეთის ერთ-ერთ კოლეჯში სტუდენტმა რამდენიმე ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ბლაგოვეშჩენსკში, ერთ-ერთ სასწავლო კოლეჯში 19 წლის სტუდენტმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, მეორე სართულზე შეიარაღებული მამაკაცი დაინახეს, რომელმაც მათი მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.

მსროლელმა თავი ერთ-ერთ აუდიტორიას შეაფარა, ამ დროს პოლიციელებმა სტუდენტების და ლექტორების გაყვანა შეძლეს.

დაღუპულთა შორის თავად მსროლელიც არის, მან თავი მოიკლა.

ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები