მამუკა მდინარაძე: ჩვენი საუბარი ხმამაღალ კამათში ნამდვილად გადაიზარდა

ჩვენი საუბარი ხმამაღალ კამათში ნამდვილად გადაიზარდა,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სადეპუტატო ოთახში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
“დაპირისპირება, ძალიან ხმამაღალი და ჩაჭიდებული კამათი ნამდვილად იყო. ხმამაღალ კამათში ნამდვილად გადაიზარდა ჩვენი საუბარი, რაშიც ბევრი ადამიანი იყო ჩარეული სადეპუტატო ოთახში. რა თქმა უნდა მე და გია, როგორც ყოველთვის ვიყავით გამნეიტრალებლები. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და სკანდალს ნუ შევქმნით”,- აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები