“საქართველო მიყვარხარ” – პატრიარქმა მრევლს მიმართა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდთან მივიდა და მრევლს მიმართა.
“საქართველო მიყვარხარ”, – ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილებს ილია მეორემ. მრევლი პატრიარქის სიტყვებს იმეორებდა: “გვიყვარხარ, გვიყვარხარ, გვიყვარხარ”.
საეკლესიო კალენდრით, ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, საუკუნეების წინ, სწორედ ამ დღეს, ასი ათასი ქართველი წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეეწირა. ტრადიციულად, ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან მრევლი მეტეხის ხიდზე იკრიბება და ერთობლივი ლოცვით მათ პატივს მიაგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები