ქობულეთის მოსახლეობა ფიჭვის ხეების ჭრას აპროტესტებს

ქობულეთის მაცხოვრებლები უნიკალური ფიჭვის ხეების ჭრას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, რის გამოც სამეფო ჯიშის ხეები იჩეხება ​.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ქობულეთის მერიამ და საკრებულომ გასცა, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიაზე “ალიანს ჯგუფის” სასტუმრო კომპლექსის აშენებას.

“ხის მოჭრა არ არის ლიმიტირებული. შესაბამისად, შეიძლება მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე კომპანიამ ხის მოჭრა განახორციელოს. მთავარი მოთხოვნა რაც არის, ეს არის საზოგადოებრივი სივრცის შექმნა არსებულ ტერიტორიაზე. მე ვფიქრობ,რომ კომპანია სრულფასოვნად შეასრულებს ვალდებულებებს. შესაბამისი ორგანო ამ ღონისძიებებს დააკვირდება. ჩემი ინფორმაციით, ალიანს ჯგუფს ,გარდა სამშენებლო პროცესისა, გეგმაში აქვს, იმაზე მეტი ხე დარგოს ქობულეთის ტერიტორიაზე, ვიდრე ამ პროცესის დროს მოიჭრა. ამ მიმართულებით შესაბამისი აქციაცაა დაგეგმილი. მგონია რომ აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გაცილებით მიმზიდველი იქნება”- განაცხადა ქობულეთის მერა მირიან ქათამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები