დაჩი ბერაია: ვისურვებდი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდეს

ვისურვებდი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩავარდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დაჩი ბერაიამ განაცხადა.

“მხარს არ ვუჭერ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ხვალ უმრავლესობის სხდომა იქნება და სხვადასხვა საკითხზე ჩამოვყალიბდებით, მათ შორის იმაზე, ჩავატაროთ თუ არა თავისუფალი კენჭისყრა. მცირე რაოდენობა არ არის, ვინც მხარს არ უჭერს. საკითხი არ დადგება, რომ ვინმე გუნდიდან გავა. ვისურვებდი, ჩავარდეს კანონპროექტი. შემიძლია, ჩემი თითი მე თვითონ ვაკონტროლო“, – აღნიშნა ბერაიამ.

საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები